ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაცია ახლა უკვე PDF ფორმატში

article illustration

Neticle-ის უახლესი შემოთავაზება, PDF რეპორტინგი, უკვე თქვენს განკარგულებაშია! ამჯერადაც,, ჩვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ იმ მიმართულების გაძლიერება, რაც ჩვენს მომხმარებლებს ყველაზე მეტად სჭირდება. რა სურთ საქმიან, შრომისმოყვარე ადამიანებს? ცხადია, რაც შიძლება სწრაფად გაგება, იმისა თუ რას ფიქრობენ მათზე ინტერნეტ-მომხმარებლები? PDF-ის ექსპორტირების ახალი ფუნქციით, მათ უკვე ახლავე შეუძლიათ მიიღონ ამ კითხვაზე პასუხი.

რატომაა PDF რეპორტინგი კარგი?

ეს ფუნქცია ძალიან ამარტივებს ონლაინ ხსენებებისა და დამოკიდებულებების გაგებას. ამგვარად, ერთ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ Neticle-ის მედია ანალიზის ფოკუსის ქვეშ მყოფი ბრენდის, პროდუქტის, კომპანიის ან თემის ამსახველი ოცდაათზე მეტი გრაფიკი. არ იდარდოთ, ყველა მათგანის ნახვა არ მოგიწევთ, ჩვენ მხოლოდ თქვენთვის გამოსადეგ ვარიანტებს გთავაზობთ. PDF ფაილი ხელმისაწვდომია ორი სახით: შეგიძლიათ იგი პირდაპირ დეშბორდიდან გადმოწეროთ, ან ჩვენი თანამშროლებისგან მიიღოთ ყოველდღიურად, ყოველკვირეულად, ან ყოველთვიურად მეილზე.

GIF illustration

რაში გჭირდებათ ეს?

ძირითადად, იმისთვის რომ თქვენ აღარ მოგიწიოთ neticle სისტემაში შესვლა ყოველ ჯერზე, როცა რაიმეს გაგებას მოინდომებთ თქვენი ან თქვენი კონკურენტის მედია გაშუქების შესახებ. ანალიზის შედეგები და მზა პასუხები თქვენს ხელში იქნება, თქვენს ეკრანზე, ამომწურავი PDF ფაილის სახით.

აქვე გიჩვენებთ რამდენიმე მაგალითს, თუ რა შეუძლია ნეთიქლის ახალ ფუნქციას:

  • თქვენი კამპანიის ან რეკლამის ყოველდღიური ონლაინ შეფასების შეჯამება
  • მომხმარებლის უკუკავშირის ყოველკვირეული მიმოხილვა
  • აპლიკაციის რეიტინგის მიმოხილვის ყოველკვირეული ანალიზი Google Play-სა და App Store-ის კომენტარებზე დაყრდნობით
  • კონკურენტების ყოველკვირეული ანალიზი
  • ახალი გავლენიანი აზრის ლიდერების რეგულარული იდენტიფიკაცია სხვადასხვა პლატფორმაზე
  • ცხელი თემებისა და აქტუალური კონტენტის რეგულარული შეჯამება

რადგან PDF მყისიერად გეუბნებათ, თუ რას ფიქრობენ ინტერნეტ-მომხმარებლები, თქვენ მხოლოდ შედგომი ნაბიჯის გადადგმაღა გჭირდებათ: სტრატეგიის დასახვა და გადაწყვეტილების მიღება.

გსურთ სცადოთ? მაშინ, დაგვიკავშირდით!

Share:

Do you have a story, article or research about branding and social listening? Be our guest writer! How? Just download our guide here, write us and we'll publish your article.