“სოციალური მოსმენის” - ონლაინ მედია მონიტორინგის ძირითადი პრინციპები

article illustration

კიდევ უფრო ეფექტური მარკეტინგი - ინტერნეტ მომხმარებლის შეხედულებების შესახებ სიღრმისეული ცოდნით აღჭურვილი

რა კავშირი აქვს მარკეტინგს და ონლაინ ტექსტებს? ერთის მხრივ, ონლაინ კონტენტი მარკეტინგული საქმიანობის ერთ-ერთი შედეგია , თუმცა მეორეს მხრივ მისი მასაზარდოებელი; რადგან მარკეტერებს სწორედ მისი საშუალებით ექმნებათ წარმოდგენა ინტერნეტის მომხმარებლებისთვის ყველაზე ცხელი და აქტუალური თემების შესახებ. თუ ვართ დაინტერესებულნი გავიგოთ რას გვეუბნება მომხმარებელი, მაშინ სოციალური მოსმენა - ონლაინ მედია მონიტორინგი დაგვეხმარება გავიგოთ ონლაინ მომხმრებლების აზრი.

რა არის სოციალური მოსმენა?

კონკრეტული პროდუქტის ან მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოპოვება და მათი კონკურენტებთან შედარება სმარტფონების და კომპიუტერის მეშვეობით ყოვლის მომცველ ონლაინ ინტერაქციის ერაში რთული სულაც არ არის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი ორმხრივი კომუნიკაციის შესაძლებლობაა, ჩვენ არა მხოლოდ ვეძებთ და ვიღებთ ინფორმაციას, არამედ ვპასუხობთ და ვაფიქსირებთ ჩვენს აზრს თითქმის ყველაფრის შესახებ.

უკანსაკნელ პერიოდში ეს ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების შემადგენილი ნაწილი გახდა. ინტერნეტ სივრცეში ყოველდღიურად იტვირთება ზღვა ინფორმაცია სხვადასხვა სახით: ბლოგი, ფორუმი თუ სოციალური მედია თავისი პოსტებით და კომენტარებით. მომხმარებლები კი საკუთარ დამოკიდებულებას სხვადასხვანაირად გამოხატავენ: ჩივილით და შექებით, რეკომედაციებით თუ ლანძღვით, მოკლე კრიტკით ან საკითხის გრძელი და სიღრმისეული განხილვით.

ციფრული კონტენტი უკუკავშირის მიღების მნიშვნელოვანი და ფასეული წყაროა. მაგრამ როგორ შევაგროვოთ ეს მონაცემები, დავახარისხოთ და გავაანალიზოთ იმგვარად რომ გავაუმჯობესოთ ჩვენი ბიზნეს საქმიანობა? პასუხი მარტივია, ონლაინ მედია მონიტორინგის ისეთი ინსტრუმენტების და სერვისის გამოყნებით, როგორიც ნეთიქლია. მოკლედ რომ ვთქვათ “სოციალური მოსმენა “- ონლაინ მედია მონიტორინგი ეს არის ონლაინ და სოციალურ მედიაში მოხსენიებული კონკრეტული სიტყვების ან/და თემების თავმოყრა რისი მეშვეობითაც ხდება წარმოდგენის შექმნა იმაზე თუ რას ფიქრობს მომხმარებელი ამა თუ იმ საკითხზე: კონკრეტული კომპანიის სერვისსა თუ პროდუქტზე, ახლად აგორებულ სკანდალზე ან თქვენი კონკურენტის ნაბიჯებზე.

ნეთიქლი არის ონლაინ მედია მონიტორინგის და ბიზნეს ინტელექტ სერვისის მომწოდებელი კომპანია, რომელიც ეხმარება თავის კლიენტებს ანალიტიკაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღებაში. ნეთიქლი ახდენს ქართული ვებ სივრცის მონიტორინგს (ახალი ამბების სააგენტოების, პორტალების, ბლოგების, ფორუმების და სოც.მედიის ჩათვლით) რეალურ დროში, პოულობს რელევანტურ კონტენტს 1-2 საათის ვადაში და მუდმივ, ავტომატურ რეჟიმში ახდენს ამ ინფორმაციის განახლებას. ნეთიქლი ენობრივი ალგორითმის მეშვეობით, ადამიანური სიზუსტით აკეთებს დამოკიდებულებების შეფასებას და მოპოვებული მონაცემების ანალიზს. ნეთიქლის დახმარებით ჩვენ გიჩვენებთ რას ფიქრობს ინტერნეტ ქსელი თქვენი ბრენდის, კომპანიის, პროდუქტის და ბაზრის შესახებ.

რაში გამოგადგებათ ნეთიქლი?

სოციალური მოსმენა-მონიტორინგი, მნიშვნელოვანი და საჭირო მარკეტინგული ინსტრუმენტია . მედია მონაცემების გამოყენებით, შეგიძლიათ თვალი ადევნოთ როგორ იცვლება თქვენი კომპანიის რეპუტაცია დროსთან ერთად. ამასთან ერთად ის დაგეხმარებათ ონლაინ რეპუტაციის ეფექტურ მენეჯმენტში. ბაზრის და კონკურენტების რეალურ დროში მონიტორინგი საშალებას გაძლევთ, აკონტროლოთ ბაზარზე არსებული მდგომარეობა, ასევე დროულად მოახდინოთ რეაგირება კონკურენტის ნაბიჯებზე.

უკუკავშირის ანალიზი ასევე გვეხამრება მომხმარებლის კმაყოფილებასა თუ უკმაყოფილებაზე გავლენის მქონე ფაქტორების აღმოჩენაში, რაც თავის მხრივ ლიენტთა ლოიალობის ზრდას უწყობს ხელს. ნეთიქლი დაგეხმარებათ პროდუქტის მენეჯმენტის ახალ გზების პოვნაში თუ ეფექტური მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში ყველაზე მოთხოვნადი ბლოგების, საინფორმაციო პორტალების, ფორუმების და აზრის ლიდერების-ინფლუენსერების გამოვლენა თქვენი სამიზნე აუდიტორიის ყურადღების მიპყრობაში დაგეხმარებათ.

გაინტერესებთ რას ფიქრობს თვქენი სამიზნე აუდიტორია თქვენს კომპანიაზე?
გინდათ გაიგოთ როგორ მისდით საქმეები თქვენს კონკურენტებს?
მოგვწერეთ და გამოსცადეთ ნეთიქლის მედია ინტელექტი.

სცადეთ!

Do you have a story, article or research about branding and social listening? Be our guest writer! How? Just download our guide here, write us and we'll publish your article.