ონლაინ მედია ანალიზის გამოყენების 15 პრაქტიკული მაგალითი

article illustration

ნეთიქლი სისტემაა, რომელიც საკვანძო სიტყვების გამოყენებით ანალიზის უკეთებს ქართულ ვებ სივრცეს- ახალი ამბების პორტალებს, ფორუმებს, ბლოგებს და სოციალურ ქსელებს, სისტემასთან წვდომა ნებსიმიერი ვებ ბრაუზერიდანაა შესაძლებელი. ის საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ ქართულ საკვანძო სიტყვებს, რომელსაც სისტემა ავტომატურად უკეთებს სენტიმენტ ანალიზს.

ჩვენი და ჩვენი კლიენტების გამოცდილებიდან გამომდინარე, გვსურს გიჩვენოთ ონლაინ მედია ანალიზის გამოყენების შემდეგი მაგალითები.

რეპუტაციის მენეჯმენტი- საკუთარი WOIს თვის( ვებ მოსაზრების ინდექსი) მუდმივად თვალყურის დევნება და მისი კონკურენტების WOIსთან შედარება

  • თუ კონკურენტის WOI თქვენსაზე შესამჩნევად მეტია, მაშინ კარგი იქნება თუ შეამოწმებთ რატომ მოიხსენიებენ მას მომხმარებლები უფრო დადებითად (ან ნაკლებად უარყოფითად) . ასევე ნახავთ, როგორ შეიძლება იგ ივეშედეგის მიღწევა.
  • ვებ მოსაზრების ინდექსის მკვეთრი უარყოფითი ვარდნის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი გამომწვევი მიზეზის გარკვევა, პროდუქტის ან სერვისის დეფექტის და ნაკლის.

სერვისის/ პროდუქტის გაუმჯობესება

  • კარგი იდეაა, გამოვიყენოთ ყველაზე ხშირად დაფიქსირებული ნეგატიური ფრაზები ბრენდის, პროდუქტის ან სერვისის შესახებ და მის საფუძველზე დაიწყოთ სერვისის გაუმჯობესება.
  • კონკურენტის გარშემო ყველაზე ხშირად დაფიქსირებული დადებითი ფრაზები მიგვანიშნებს რსა აფასებს მომხმარებელი. თუ დაფიქსირდება მნიშვნელოვანი დადებითი ფრაზები, რომლებიც არ ჩნდება თქვენი სერვისის გარშემო, მაშინ კარგი იქნება, თუ გააუმჯობესებთ კომუნიკაციას ამ მიმართულებით ან ფოკუსირდებით სერვისის გაუმჯობესებაზე, რადგან ამ საკითხში კონკურენტს ჩამორჩებით.
  • კონკურენტების შესახებ დაფიქსირებული უარყოფითი ფრაზები, გვიჩვენებს რა არ მოსწონს მომხმარებლებს მათ სერვისში, რაც ასევე საშუალებას მოგვცემს გავაუმჯობესოთ ჩვენი საკუთარი და გავუსწროთ მათ. ასევე, გავაქტიუროთ კომუნიკაცია.

ნეთიქლის სიტემა საშუალებას იძლევა, აირჩიოთ რამდენიმე ასპექტი (კუთხე) ბრენდის/სერვისის/პრუდუქტთან მიმართებაში. მისი გაუმჯობესებაც შესაძლებელია, იგივე პრინციპებზე დაყრდნობით. ეს ასპექტები შეიძლება იყოს: საფასო პოლიტიკა, ხარისხი, გვერდითი ეფექტები, კლიენტთა მომსახურება, ბიზნეს ადმინისტრირება და სხვა.

კონკურენციის მონიტორინგი

  • ნეთიქლის ხსნებათა ნაკადის გრაფიკების გამოყენებით, შეგიძლიათ ნახოთ რამდენად მნიშვნელოვნად იცვლება თქვენი კონკურენტის ონლაინ მოხსენიებადობა, როგორ რაოდენობრივ , ასევე ხარისხობრივ ჭრილში. მაგ. ახალი კამპანიის, ღონისძიების ან ონლაინ მითქმა-მოთქმის თუ ჭორის შემდეგ.

მომხმარებლების დენადობის მიღმა არსებული მიზეზების იდენტიფიცირება

  • მომხარებელთა დენადობის ანალიზი დაგეხმარებათ კლიენტთა შეანრჩუნების სტარტეგიის შემუშავებაში.
  • უკმაყოფილო მომხმარებელების იდენტიფიცირება შესაძლებელია , რაც საშუალებას მოგცემთ დაუკავშირდეთ და შეეცადოთ მის დაბრუნებას.
  • მომხმარებელთა დენადობის კლება მიუთითებს კლიენტთა შენარჩუნების სტრატეგიების წარმატებაზე.( შესაბამისად , მატება საწინააღმდეგოს დაამტკიცებს)
  • შესაბამისი სიტყვათა ერთობლიობა დაგეხმარებათ დენადობის მიღმა არსებული ძირითადი მიზეზების იდენტიფიცირებაში

დახმარება მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვაში

  • ბრენდთან ან პროდუქთან დაკავშირებული ყველაზე ხშირად ნახსენები დადებითი ფრაზების ცოდნა , საჭირო მესიჯის ფორმულირებაში დაგეხმარებათ. უარყოფითი ფრაზების შესაბამისად კი დაგეგმავთ საპასუხო კამპანებს.
  • შესაძლებელია .გაარკვიოთ როდის იქნება ყველაზე ეფექტური გარკვეულ არხებზე მესიჯის განთავსება ( კვირის რომელ დღეს ან რომელ საათებში)
  • შესაძლებელია იმ ავტორების იდენტიფიცირება, რომლებმაც გამოავლინეს ყველაზე მეტად დადებითი ან უარყოფითი რეაქცია საკვანძო სიტყვის შემცველ მესიჯებზე.
  • შესაძლებელია ვნახოთ, კონკურენტული ან მსგავის კამპანიების გავლენა ქართულ ვებ სივრცეზე.

მარკეტინგული კამპანიების გაძღოლა და შეფასება

  • ვებ მოსაზრების ინდექსზე დაყრდნობით, რა ხანგრძლივობის ან რომელი კამპანიები იყო წარმატებული?
  • გახდა თუ არა საკვანძო სიტყვასთან დაკავშირებული ონლაინ მოსაზრება უფრო მეტად დადებითი კამპანიის შედეგად? ( გაიზარდა თუ არა ვებ მოსაზრების ინდექსი?)
  • იყო თუ არა საკვანძო სიტყვების მოხსეინიების უმეტესობა კამპანიასთან დაკავშირებული? (გაიზარდა თუ არა მოხსეინიებების ნაკადი?)
  • როგორ გავრცელდა კამპანიის მესიჯი ვებ სივრცეში?

გაყიდვების მხარდაჭერა

  • შეგვიძლია, მოვიპოვოთ ინფორმაცია სად კითხულობენ რჩევას ან ეძებენ ინფორმაციას მომხმარებლები , როცა აპირებენ გარკვეული სერვისის ან პროდუქტის შეძენას. საჭირო საიტებსა და ფორუმებზე რეგისტრაციით , შესაძლოა ჩავერთოთ ინდივიდუალურ გადაწყვეტილებებში.

მედია ყიდვა-გაყიდვის მხარდაჭერა

  • შესაძლებელია გამოვავლინოთ, რომელ ვებსაიტებზე/არხებზე ფიქსირდება უფრო მეტი ინტერესი გარკვეულ პროდუქტთან ან სერვისთან დაკავშირებით და ვინ იჩენს ამ ინტერესს.
  • სანამ ონალინ მარკეტინგის სტარტეგიას შევიმუშავებთ, კარგი იქნება თუ მოვიძიებთ ინფორმაციას იმ სივრცეზე, სადაც რეკლამის განთავსებას ვაპირებთ, მაგ. რამდენად ხშირად განიხილავენ ბრენდს ან მასთან დაკავშირებულ თემებს. ასევე , როგორ კონტექსტში განიხილავენ ბრენდს, დადებითსა თუ უარყოფითში.

ინფლუენსერების იდენტიფიცირება და მართვა

(უმჯობესია ამ მოვლენებს დავაკვირდეთ სოციალური მედიის ძირითად პლატფორმებზე: ბლოგებზე, ფორუმებზე, ფეისბუქზე, ტვიტერზე)

  • ვინ არიან მთავარი დადებითი ავტორები?- დადებითი კომენტარების ავტორების ინფორმირება ახალი კამპანიების, სიახლეების, მოვლენების და გაყიდვების შესახებ, შესაძლოა მომგებიანი იყოს. მაგ. პრეს რელიზის სახით.
  • ვინ არიან ძირითადი უარყოფითი ავტორები? პერსონალური კომუნიკაციის გამოყენებით შესაძლებელია უარყოფითი დამოკიდებულების გაუმჯობესება.
  • რომელია ყველაზე დადებითი ვებსაიტები? ვებსაიტებზე გამართულ დისკუსეიბში ჩართვით, შესაძლოა გააუმჯობესოთ თქვენს ბრენდთან სერვისთან ან პროდუქტთან დაკავშირებული ლოიალურობა. ( ამ ვებსაიტების გამოყენება შესაძლებელია რეკლამის განსათავსებლადაც)
  • რომელი ყველაზე უარყოფითი ვებსაიტები? თუ რომელიმე ვებსაიტზე თავს ესხმიან ჩვენს ბრენდს, შესაძლებელია მათი აქტივობის მონიტორინგი. დისკუსიებში ჩართვით კი, რეაგირებას მოვახდენთ უარყოფით კრიტიკაზე და არაკომპეტენტურ კომენტარებზე.

საკუთარი ვებსაიტის და სოციალური მედიის კონტენტ მენჯმენტის მხარდაჭერა

  • ონლაინ მოსაზრებაზე დაყრდნობით შეგვიძლია ყველაზე პოპულარული ატრიბუტები და ფრაზები გამოვიყენოთ ვებსაიტებზე და სოციალური მედიის პლატფორმებზე.
  • უარყოფით შეფასებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია კრიტიკის გამომწვევი ელემენტები შევამციროთ ვებსაიტებზე და სოციალური მედიის განშტოებებში.

ფეისბუქ კომუნიკაციის მხარდაჭერა

  • შესაძლებელია იმ კონკრეტული კვირის დღის და საათის გამოვლენა, როდესაც მომხმარებლები ყველაზე აქტიურად განიხილავს ბრენდს ან თემას. ეს კარგი საშუალებაა , სწორ დროს მოვარგოთ კომუნიკაცია.
  • ძირითადი დადებითი ფრაზების , გამოგვადეგბა სწორი მესიჯების ფორმულირებაში

სოციალური მედიის აქტივობების მხარდაჭერა

  • რომელ ვებსაიტებს სტუმრობენ მომხმარებლები პროდუქტზე ან სერვისზე ინფორმაციის მისაღებად? ამ ვებსაიტებზე კორპორატიული მომხმარებლის რესგიტრაცია დაგვეხმარება პრობლემების გადაჭრასა და სწორი ინფორმაციის მიწოდებაში.
  • ფიქსირდება თუ არა ერთი და იგივე პრობლემა ხშირად? ეს შესაძლებელს ხდის სფეროში მეტად დავხელოვნდეთ. თუ რაიმე პრობლემა ხშირად იჩენს თავს ონლაინ სივრცეში ის გავლენას მოახდესნ კლიენტთა მომსახურების ხარისხზეც.
  • შეგიძლიათ პირდაპირი რეაგირება მოახდინოთ მომხმარებელთა საჩივრებსა და მოთხოვნებზე.
  • საჩივრების იდენტიფიცირება და საპასუხო პოსტების მომზადება: პრობლემის გადაწყვეტის გზების გავრცელება, როგორც პრობლემის ასევე მისი გადაწყვეტის გზის გაზიარება , სასარგებლოს იქნება იმ მომმხარებლებისთვის ვისაც შესაძლოა მსგავსი პრობლემა შეექმნას.

შემაჯამებელი რეპორტების მომზადება

  • ნეთიქლთან ერთად ონლაინ ცნობადობის შესახებ რეპორტის მომზადება მარტივია.
  • შესაძლებელია რეპორტების ინდივიდუალურად შესწორება და მასში ყველა საჭირო ელემენტის ჩართვა, ერთი კლიკით შესაძლებელია ისი pdf ფორმატში კონვერტირება.
  • ნეთიქლის ყველა გრაფიკის ექსპორტირება შესაძლებელია როგორც png ასევე csv ფორმატში.

მოსაზრების გრაფიკი

  • კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული ონლაინ მოსაზრებების შეგროვება და ანალიზი მარტივი და ღირებულია
  • უფრო ეფექტურია ვიდრე მოსაზრებების გამორკვევის და გამოკითხვების შექმნის ტრადიციული მეთოდები

CSR კომუნიკაციის გაუმჯობესება

  • როგორ ხდება CSR მესიჯების ონლაინ გავრცელება და რაზე ახდნენე ისინი გავლენას?
  • ჩამოთვლილ მეთოდებს ვიყენებთ ჩვენი მომხმარებლებისთვის ონლაინ მიწპდების გასაუმჯობესებლად, ქართულ ტექსტებზე დაყრდონობით. ჩვენ მუდმივად ვცდილობთ გავასუმჯობესოთ ჩვენი სერვისი და გავამდიდროთ ეს სია. მზად ვართ, მივიღოთ ნებისმიერი ახალი იდეა.
სცადეთ!

Do you have a story, article or research about branding and social listening? Be our guest writer! How? Just download our guide here, write us and we'll publish your article.